Wednesday, November 27, 2019

ნინო ჯანაშიას მასტერკლასი


    11 ოქტომბერი  პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები, ლიდერთა კლუბის წევრები შეხვდნენ ფსიქოლოგს, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელს-ნინო ჯანაშიას. საუბრის თემა იყო-„ვირჩევთ პროფესიას“.



      ქალბატონმა ნინომ პრეზენტაციის ფონზე ყურადღება გაამახვილა მოზარდების მიერ საკუთარ თავში ჩაღრმავების, საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, პიროვნული მახასიათებლების გაცნობიერებასა და მათზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობის გაცნობიერებასა და დახმარებაზე პროფესიის არჩევაში.




     მოსწავლეები გაეცნენ დონალდ სიუპერის კარიერული და ცხოვრებისეული განვითარების თეორიას; იმ ნაბიჯებს, რომლებიც პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.




   პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა კი მათ შესაძლებლობა მისცა ცხადად დაენახათ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიის არჩევის პროცესში თვითგამორკვევასა და საკუთარ თავში ჩაღრმავებას.



   მომავალი შეხვედრა დაიგეგმა ასოციაცია "ქსენონის" ოფისში.

ფოტოები იხილეთ შემდეგ ბმულზე:

1. https://www.facebook.com/media/set/?set=ms.c.eJw9UscRxEAI6%7E_iGLOi%7E%3BsZsl%7E_IkVQFq7gzngqQCp%7E%3BfzNQDqZeuXMQfVwJlq8MhVRzIubPz50Z09pvmDxsMZZzi8Y%7E%3BL7MnGzPL8tPj9Efn7P5sni4vVmzzr%7E%3B5ZJ8%7E%3BNd907w19%7E_4P1cJv9p7e5T0%7E_f3P5xc80%7E_Wz46X9Tlg%7E%3BY%7E_5W9fNW5fXzx95eWVx5frK4T6%7E%3BssD7f5Dlw8bf1r%7E%3BpO6r6PrIan5%7E_faL9JW5%7E%3B5%7E%3BPcPCk6OJ1eWl%7E%3B7%7E%3BoG55%7E_tHuz98fcJbH%7E%3Bd%7E%3BxNyXX%7E%3B6Y%7E%3BPoH%7E%3B2961Q%7E-%7E-.bps.a.552245398864170&type=1&__xts__%5B0%5D=68.ARC90ICs6Ekpn6QpKn0T7Qvzyh42XBj6nJT96ddBnsTqpUDzR013TKMvTNW2ZZum1kgm3K-TfkDffmegMXyi9pkWb7KQgbXNrV2RitMi26J1v7QkO19ldKq8rKj6CBHcVvC_i34dcpyqbV5vDgps94yoWaZkhDo7x7-69INN6EwMWHH8-E8Xnsr96C2EmHtY_OBxUGcVoCiC_GkgRMvgpoqsVWHhN9nY37vOwOvx7aXtXILWS9ZU0IciYPRhX94tZMGM0WMovmP16NQ468oCKGSdhSAVNg6pB5ibOgp5sa2W9LQuktR3Mhiz59D34U74ROkXz1vNIJ6FzJWNplN-OaD888vkCwY060yryMkuGCITKZQbBNux2QCYuMrSVL0-BSmKaRFMwamlWOsZ6EYkYICu4wsLH0yHpGqvF4JNbBVJomyT30vQKk6RxmrAvUdMdbeJAWWwE9Llx-1oZZ5LcvT-W12mIMTZoGJxkU0nO3vXkLo16y2r1Fyuz5nKmLZivSBX6uEgjH4CTkFhwZBDhb1H3fKCe1E8Kw&__tn__=HH-R

2. https://www.facebook.com/183708482384532/videos/516335885818503/

No comments:

Post a Comment