Sunday, November 24, 2019

იაგო ფასანძის მასტერკლასები

    პროექტი - „გაიცანი პროფესია“  ლიდერთა სკოლის წევრებისათვის  დაიწყო  4 ოქტომბერს. პირველი შეხვედრა შედგა ბიბლიოთეკის იონა მეუნარგიას სახელობის დარბაზში. ბავშვებს მიესალმა ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი-მადონა მაქაცარია.  მათ  პროექტის შესახებ ესაუბრა პროექტის ხელმძღვანელი-ირმა კვირკვია. 
     პროექტის  „გაიცანი პროფესია“  ფარგლებში ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები, უფროსკლასელები შეხვდნენ ახალგაზრდა მეწარმეს- რესტორან „ელბარკოს“ მენეჯერს-იაგო ფასანძეს. მათ მოისმინეს ლექცია თემაზე - „სტუმარ-მასპინძლობის თანამედროვე გამოწვევები და ტრადიციული კულინარიის პერსპექტივა“. ბატონმა იაგომ გაუზიარა ბავშვებს თავისი გამოცდილება
პროფესიის არჩევაზე, სამეწარმეო საქმეზე, პრეზენტაციის ფონზე ესაუბრა რესტორან ელ-ბარკოზე. დასასრულ, მან ამომწურავად უპასუხა პროექტის მონაწილეთა შეკითხვებს.



    იაგო ფასანძის მასტერკლასი გაგრძელდა  რესტორან „ელბარკოში“. ბავშვებმა ისწავლეს ტრადიციული კერძის-გებჟალიის მომზადება, კერძის მორთვა და მიიღეს  მისი წარდგენისათვის საჭირო სერვირების ცოდნა.
     ბავშვებმა თავად  მონაწილეობდნენ კერძის მომზადების პროცესში   რესტორნის უცხოელ სტუმრებთან ერთად. 
     დასასრულ, კერძი სტუმრებსაც მიართვეს და ერთადაც დააგემოვნეს. 





ფოტოები იხილეთ  შემდეგ ბმულზე: 



No comments:

Post a Comment