ლიდერთა სკოლის წევრის-ლუკა ჯღარკავას მიერ შესრულებული სიუჟეტი. ჟურნალისტმა-თეა შონიამ თავის მასტერკლასის მერე მისცა დავალებები ბავშვებს ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.
„27 წელი უმძიმეს პირობებში ვცხოვრობ და აწი არც მაქვს რაიმეს იმედი...“
უკვე 27 წელია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული
მოსახლეობა ქალაქ ზუგდიდის ცენტრში, ყოფილი სასტუმრო „ოდიშის“ ტერიტორიაზე სახლობს. მათი
ყოფა დღითიდღე უარესდება. როგორც
დევნილები ამბობენ, მათ უამრავი პრობლემა აქვთ. გარდა იმისა,
რომ სტაბილური საცხოვრებელი არ გააჩნიათ, მათ შემდეგი პრობლემებიც აწუხებთ: ცხოვრობენ ფარღალალა კედლებს
შორის; არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენი და სამყოფი მატერიალური რესურსები; არ აქვთ ზამთარში
გასათბობი საშუალებებისთვის საჭირო თანხა, მხოლოდ რამდენიმე ოჯახს თუ აქვს ე.წ. „შეშის ღუმელი“;
სასტუმროს ერთ სართულზე მცხოვრები მოსახლეობა ერთი საპირფარეშოთი სარგებლობს; ხშირად აწუხებთ
ხოლმე მღრღნელები.
როგორც „ოდიშში“ გვეუბნებიან, უკვე დიდი ხანია რაც საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას პირდებიან, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ! თუმცა მათი ინფორმაციით წელს უნდა მოხდეს ბინების გადაცემა, ვინაიდან სასტუმროს ტერიტორიაზე ანაკლიის პორტის ადმინისტრაციული შენობა უნდა აშენდეს.
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერიაში კი განგვიმარტეს, ახალ წლამდე სასტუმროს ტერიტორიაზე
მოსახლე ყველა დევნილი დაკმაყოფილებული იქნება საცხოვრებელი ფართით.
შეგახსენებთ,
რომ რამდენიმე წლის წინ სასტუმროს ერთი ნაწილი კერძო პირმა შეიძინა, რის შემდეგაც შენობის
იმ ნაწილს ჩაუტარდა რესტავრაცია, ხოლო მეორე ნაწილი ისევ ძველებურად დარჩა.
ავტორი: ლუკა
ჯღარკავა
No comments:
Post a Comment