ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისათვის განხორციელდა პროექტი „გაიცანი პროფესია“.
პროექტის ფარგლებში IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის ჩატარდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა მასტერკლასები.4 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით ბიბლიოთეკასა და სხვადასხვა ორგანიზაციებში გაიმართა სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა საუბრები, პრეზენტაციები, ასევე ვორკშოპები. ბავშვები პერიოდულად იმყოფებოდნენ პროფესიონალების სამუშაო ადგილებზე, სადაც მათთვის მოეწყო მცირე ექსკურსები, სპეციფიური სამუშაოების ჩვენება. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში.
ლიდერთა სკოლის წევრები პერიოდულად გაეცნენ შემდეგ პროფესიებს და შეხვდნენ ამ ადამიანებს:
- საჯარო მოხელე(დავით ფარცვანია-სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე)
- ექიმი(მურად ღვინჯილია-ექიმი-ქირურგი, ენდოსკოპისტი)
- მოსამართლე(ირაკლი აბშილავა-ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე)
- ახალგაზრდა მეცნიერი(მაკა შეროზია-შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)
- მეწარმე(იაგო ფასანძე-რესტორან ,,ელ ბარკოს" მენეჯერი)
- ფსიქოლოგი(ნინო ჯანაშია-ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელი)
- უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების პროგრამების ფარგლებში მიმდინარე პროფესიები(მანანა სამუშია-შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი)
- საქართველოს პარლამენტის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი(მერაბ ქვარაია)
- ჟურნალისტი(თეა შონია-რადიო "ათინათის" ახალი ამბების წამყვანი, ჟურნალისტი)
- სამხედრო პირი(მურთაზ ხურცილავა-შშს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსი)
ლიდერთა სკოლა ამ პროექტით ჩაერთო ზუგდიდის დადიანების სასახლის ეზოში ახალგაზრდული ფესტივალის „თანატოლები თანასწორობისთვის“ ფარგლებში გამართულ ღონიძიებაში.
„ცოცხალი ბიბლიოთეკის“ სახით ჩატარდა შეხვედრები, კერძოდ,
2.რუსლან საჯაიასთან(არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი)
No comments:
Post a Comment