Friday, November 29, 2019

შთაბეჭდილებები პროექტზე



ლუკა ჯღარკავას სიუჟეტი

ლიდერთა სკოლის წევრის-ლუკა ჯღარკავას მიერ შესრულებული სიუჟეტი. ჟურნალისტმა-თეა შონიამ თავის მასტერკლასის მერე მისცა დავალებები  ბავშვებს  ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. 

27 წელი უმძიმეს პირობებში ვცხოვრობ და აწი არც მაქვს რაიმეს იმედი...

     უკვე 27 წელია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ქალაქ  ზუგდიდის ცენტრში, ყოფილი სასტუმრო „ოდიშის“ ტერიტორიაზე სახლობს. მათი ყოფა დღითიდღე უარესდება. როგორც დევნილები ამბობენ, მათ უამრავი პრობლემა აქვთგარდა იმისა, რომ სტაბილური საცხოვრებელი არ გააჩნიათ, მათ შემდეგი პრობლემებიც აწუხებთ: ცხოვრობენ ფარღალალა კედლებს შორის; არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენი და სამყოფი მატერიალური რესურსები; არ აქვთ ზამთარში გასათბობი საშუალებებისთვის საჭირო თანხა, მხოლოდ რამდენიმე ოჯახს თუ აქვს ე.. „შეშის ღუმელი“; სასტუმროს ერთ სართულზე მცხოვრები მოსახლეობა ერთი საპირფარეშოთი სარგებლობს; ხშირად აწუხებთ ხოლმე მღრღნელები.































  
  როგორც „ოდიშში“ გვეუბნებიან, უკვე დიდი ხანია რაც საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას პირდებიან, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ! თუმცა მათი ინფორმაციით წელს უნდა მოხდეს ბინების გადაცემა, ვინაიდან სასტუმროს ტერიტორიაზე ანაკლიის პორტის ადმინისტრაციული შენობა უნდა აშენდეს.
    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კი განგვიმარტეს, ახალ წლამდე სასტუმროს ტერიტორიაზე მოსახლე ყველა დევნილი დაკმაყოფილებული იქნება საცხოვრებელი ფართით.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ სასტუმროს ერთი ნაწილი კერძო პირმა შეიძინა, რის შემდეგაც შენობის იმ ნაწილს ჩაუტარდა რესტავრაცია, ხოლო მეორე ნაწილი ისევ ძველებურად დარჩა.



ავტორი: ლუკა ჯღარკავა







Thursday, November 28, 2019

ირაკლი აბშილავას მასტერკლასი

    18 ოქტომბერს ლიდერთა კლუბის წევრები აბონემენტის განყოფილების იონა მეუნარგიას სახელობის მცირე დარბაზში შეხვდნენ ირაკლი აბშილავას-ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს.



     საუბრის თემა იყო სასამართლოს სისტემა, კერძოდ, საქართველოს სასამართლო, იქ გატარებული რეფორმები და პერსპექტივები, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესები.





















   





ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები თანამედროვე სასამართლოზე, მოიყვანეს ცხოვრებისეული, ნანახი ან გაგონილი ამბები, დასვეს შეკითხვები მათთვის აქტუალურ თემებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


ფოტოები იხილეთ შემდეგ ბმულზე:1. https://www.facebook.com/media/set/?set=ms.c.eJw9jskNwEAIAzuKzGWg%7E%3B8aisGyeI4%7E%3BBQVV0M4uZYk8MFz3MrbHcJQqBx7DAMbnx%7E_jF51PV78sz11YbDLsv4qsvhokBX33s2e5R%7E%3B%7E%3B%7E%3BhYtjr%7E%3B69%7E%3Bz%7E_eTpS0pmkd36AqYxLOQ%7E-.bps.a.552245398864170&type=1&__xts__%5B0%5D=68.ARBScO34PIbH0qHmDjc4Xs4oVnjZRkXFQPwyEpJmpHaVukwHZdWkc1iU3cKD9xgkyXCB0MvoC2PGr6oMEdP6wEa_whWwfS0cCHLy8UWS9IDxtw84jfH_JYi3YPZq10rvFE7YYCZlH3jgrVNd4ntJim7EF_USd27v7Vd-QgvNUG2VD5hW-VM3h8fFa8C4v7wH3Tdp_2NvxWk0PlkItZSd-BKI0dSirVFuwmFSkVa5jlrSRRPVL1d9ED2MKf54UvkQpcmtsG8OX8Hwyxcg65S82TY8qajEX1jM2_o_bmEd4aObkV07CnTy6L-sTagCMysBIwOpugmWpK2ufUimG6QMx5Hp7LKmdRNP8cm0ZyfL-Dp6IO7YLg5S7qbfd4svIB6cwi2nj1jAUSh4VELGz1nX2qR5jMH0k8r1wGAxaBq1qkkc0BB2hl6hFfwLq9h1sntSnVJg5uW7Rn89a9QBvxgu-cyx6iU9Kn3HrsBSy48QSs3-UG2Q8nbySCI9HIQBqy2rs8K1ihUUZicDv4-g86BorVNaKlKHlYH0wQ&__tn__=HH-R




Wednesday, November 27, 2019

მაკა შეროზიას მასტერკლასი

      15 ოქტომბერს ბიბლიოთეკის ლიდერთა  სკოლის წევრები შეხვდნენ ახალგაზრდა მეცნიერს, ასოცირებულ პროფესორს, ფილოლოგიის დოქტორს - მაკა შეროზიას.



      საუბრის თემა იყო ახალგაზრდა მეცნიერის გავლილი გზა სტუდენტობიდან მეცნიერის სტატუსამდე.  

      მაკა შეროზიას პრეზენტაცია ეხებოდა მის მიერ დაცულ დისერტაციას. მან მსმენელებს გააცნო დისერტაციაში გამოყენებული გამოკითხვის შედეგები, რომლებიც ეხებოდა რეკლამის დისკურსს. 




     ბავშვებმაც გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები რეკლამებზე. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ინგლისური ენის პრაქტიკულ სავარჯიშოებს. 



    შეხვედრა გაიმართა ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილების იონა მეუნარგიას სახელობის მცირე დარბაზში.


ფოტოები იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.facebook.com/media/set/?set=ms.c.eJw1UMsNREEI6mijIuL039jGcd6R8BNZhqDT0YfRP5YhIaTCzbCYNbxSy4f5aWPVsYtxqDamGMuH2%7E_Q11g9Wt5Ge%7E%3BvIw%7E%3BnStP61s%7E_uC1eikd3VHn0w9vnfX0mnwdbX40e%7E%3Bq8uVipVETF%7E_gN2703bvuDti%7E%3B76wnuw8%7E_07njfv%7E_RGNuUf19lKjd53Vw8TZV8j1F26e8PjMM%7E%3BoTev9R3nvAPwcVTW0%7E-.bps.a.552245398864170&type=1&__xts__%5B0%5D=68.ARB07v2YGFgmBhab-fXn0pHteLnSCSZ-3h-YkeIYgANQDUkBpjVbZDhxr0lSJ64Vg-AZgGhd3EOZrc8aPB7jOOa5R9x9lt3Qfqw-pvfM4C6GzeKVH1HSfGUckz3uqJp5kcnDk_9ePUqj-P1qfeMsAc9gMc88Hd6k-ob0b3dDUKLSJXct5KXAZOOikixfQ6lZ6Qt7Ml5sWC3MF26qJuGk7xufgD6OgWVgA1kf3uXcoOxY09X_-p-tYjXyUd1nZsL6Z0G8GakWn1c6JCPS1jWLAaehhFlQBRjqeK0Ri_CUoEiHQL-nMaxP_HRSJdxNwqJznsNdH0c8R8hlypGGMJwICVEFYq_cCfUilUB7Yh6cAyNs_xoP015pdIg-H7JznVT5NEStjOkzSvftLbxA1iTty_Rdvufvxsw-VYQe3CYZPN1l-qVQx9z4XQTSXxT5sxcxWpkEDzdW75tJJ1uHLqNFXRCVYI3v_TXT2NHT19Jw0MDk1sxm84pCEVkfi6Xoyuu9wkID8kRmiufmf9GkBtzReixMe_s2uiCQgQ&__tn__=HH-R

ნინო ჯანაშიას მასტერკლასი


    11 ოქტომბერი  პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები, ლიდერთა კლუბის წევრები შეხვდნენ ფსიქოლოგს, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელს-ნინო ჯანაშიას. საუბრის თემა იყო-„ვირჩევთ პროფესიას“.



      ქალბატონმა ნინომ პრეზენტაციის ფონზე ყურადღება გაამახვილა მოზარდების მიერ საკუთარ თავში ჩაღრმავების, საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, პიროვნული მახასიათებლების გაცნობიერებასა და მათზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობის გაცნობიერებასა და დახმარებაზე პროფესიის არჩევაში.




     მოსწავლეები გაეცნენ დონალდ სიუპერის კარიერული და ცხოვრებისეული განვითარების თეორიას; იმ ნაბიჯებს, რომლებიც პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.




   პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა კი მათ შესაძლებლობა მისცა ცხადად დაენახათ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიის არჩევის პროცესში თვითგამორკვევასა და საკუთარ თავში ჩაღრმავებას.



   მომავალი შეხვედრა დაიგეგმა ასოციაცია "ქსენონის" ოფისში.

ფოტოები იხილეთ შემდეგ ბმულზე:

1. https://www.facebook.com/media/set/?set=ms.c.eJw9UscRxEAI6%7E_iGLOi%7E%3BsZsl%7E_IkVQFq7gzngqQCp%7E%3BfzNQDqZeuXMQfVwJlq8MhVRzIubPz50Z09pvmDxsMZZzi8Y%7E%3BL7MnGzPL8tPj9Efn7P5sni4vVmzzr%7E%3B5ZJ8%7E%3BNd907w19%7E_4P1cJv9p7e5T0%7E_f3P5xc80%7E_Wz46X9Tlg%7E%3BY%7E_5W9fNW5fXzx95eWVx5frK4T6%7E%3BssD7f5Dlw8bf1r%7E%3BpO6r6PrIan5%7E_faL9JW5%7E%3B5%7E%3BPcPCk6OJ1eWl%7E%3B7%7E%3BoG55%7E_tHuz98fcJbH%7E%3Bd%7E%3BxNyXX%7E%3B6Y%7E%3BPoH%7E%3B2961Q%7E-%7E-.bps.a.552245398864170&type=1&__xts__%5B0%5D=68.ARC90ICs6Ekpn6QpKn0T7Qvzyh42XBj6nJT96ddBnsTqpUDzR013TKMvTNW2ZZum1kgm3K-TfkDffmegMXyi9pkWb7KQgbXNrV2RitMi26J1v7QkO19ldKq8rKj6CBHcVvC_i34dcpyqbV5vDgps94yoWaZkhDo7x7-69INN6EwMWHH8-E8Xnsr96C2EmHtY_OBxUGcVoCiC_GkgRMvgpoqsVWHhN9nY37vOwOvx7aXtXILWS9ZU0IciYPRhX94tZMGM0WMovmP16NQ468oCKGSdhSAVNg6pB5ibOgp5sa2W9LQuktR3Mhiz59D34U74ROkXz1vNIJ6FzJWNplN-OaD888vkCwY060yryMkuGCITKZQbBNux2QCYuMrSVL0-BSmKaRFMwamlWOsZ6EYkYICu4wsLH0yHpGqvF4JNbBVJomyT30vQKk6RxmrAvUdMdbeJAWWwE9Llx-1oZZ5LcvT-W12mIMTZoGJxkU0nO3vXkLo16y2r1Fyuz5nKmLZivSBX6uEgjH4CTkFhwZBDhb1H3fKCe1E8Kw&__tn__=HH-R

2. https://www.facebook.com/183708482384532/videos/516335885818503/

Tuesday, November 26, 2019

მურად ღვინჯილიას მასტერკლასი

    9 ოქტომბერს პროექტის „გაიცანი პროფესია“ ფარგლებში ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები, ლიდერთა კლუბის წევრები შეხვდნენ ექიმს.  საუბრის თემა იყო-„დამწვრობის იდენტიფიცირება და მისი მკურნალობა“.
      ბატონმა მურადმა პრეზენტაციის ფონზე ამომწურავად ისაუბრა აღნიშნულ თემაზე.
ბავშვების მიერ დასმულ იქნა შეკითხვები ზოგადად ექიმის პროფესიასა და ამ პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.







ფოტოები იხილეთ შემდეგ ბმულზე:
 https://www.facebook.com/media/set/?set=ms.c.eJw9jskNBEEIxDJaUdzkn9iKo%7E_dpubAwczCnpoYr28%7E_apWBQrnyMaC%7E%3BFy1w1e9D5IIMKkR%7E_bIak8c1lpWY45qjlcby80DDnvOX3FeZfpP6%7E_Q%7E_c8f8%7E%3BQc11Pz8fz%7E_4%7E_3z7bO8GRqPp6f5eaSGJfZfYar28N0LcfY9wT7feyP6A46RQ84%7E-.bps.a.552245398864170&type=1&__xts__%5B0%5D=68.ARAoVGVIRWY4bRKPVdScostKhSTxlMYfcc6G6Zf02YhFTRgt4ihic_zMbEMqUpJwgXlD_180XGM9LXsdJbXYBMTEl3BIUakv3HvDs1bxYFHfnet1jvNVlvdIz0M19LKwaUBDhCRg5j01NXCIlVg5zkBP_d8a9U0yoWXlrEdTOlKoH0BVizBMcjNJhvF-wImqfmAcvfpfSQGyqQt1ZmToCa33B_AcRn8HKZ-07JKeIbntkT2vOpkwtfQHfnndMdurBPMAcvQcprmfknAueR_99R_8TEI2cP2fMC9wvFKYOtJixlaLz0z3R-iOBOHDFia2DKVBFgm3aAu7kkR-gad0RWQpDmxoqnqeYGZ0u5nMRlcppiWeVLSb5afsPVp0As9yH0B022Ln2rZP0QmFwOZCW5HqluhsvJsL3bUIS4zBWxr6TyGJWi5uic4htshHolKLjo4QrUPHiac7dsnWutvfYDOH6tpYg8fnJF7XOkspto-RsgmGQSTWAie-Q3ICY5FPfjxUEAuSQb5u_shfYtzzSJa7hUHR2SYQnQ&__tn__=HH-R

      მეორე შეხვედრა  შედგა ზუგდიდის სამედიცინო ცენტრ „ენ-ელ-აი“-ში. ექიმმა  ბავშვებს დაათვალიერებინა საავადმყოფო, გააცნო სამუსაო პროცესის სპეციფიკა. 
       შემდეგ  ბავშვები დაესწრნენ ექიმ მურად ღვინჯილიას მასტერკლასს მის სამუშაო ოთახში, რამდენიმე პროცედურის უშუალო მაყურებლები იყვნენ. 
      იყო უშუალო შეხება სამედიცინო სფეროსთან, ბავშვების აღფრთოვანებული სახეები, გაიზარდა ამ პროფესიის სიყვარული. 





ფოტოები იხილეთ შემდეგ ბმულზე:
1. https://www.facebook.com/media/set/?set=ms.c.eJw9y8kNwEAIBMGMLM6ByT8xy4vZZ6nVWWrNKofBySePgc%7E_hsg4xutTtPc7frfNfY7x%7E%3Bnh62PRpMFnS7TMcLQu8dWA%7E-%7E-.bps.a.552245398864170&type=1&__xts__%5B0%5D=68.ARCaljYU1BsOZucKDSZVFa9sY87amt7qrICOTZYFxSVrJPKVWUxF9UM7O4EDlIiuwJfX3s4-YrXCFe_y7sUmiEsUCfuDOuQ8ZDwQ97e6o3Rjh9BouGe_zVGegc53v4CEMg0t54FIfQsp1bLI9LC4MNyuy5-dJow7xm-YbOhiTu4cx_BMNiRpbnSSf5419Hbvoi-6fA4at0ry0bhAbaNuS-jIjBqYtosVqaupQ3plXQxfix2xLf-O-gjnuf0tPIh0e65_8WS1zNiaBHygHI5BPFH-59-f4Q80uRjpvOfJpIQsZgGJjgAMFgferDxJBPmlt4Bmk13Yk4f05vyQ9q_Tvcy7_QliDlQM9GAsdpz4bHh4KJCrprLmXyErasDM2rLgY4adpogBZK3eQsQg6tucaz3yyfZn-qGWWVjkKSpGeNKTO_4so23PlZtQgOC6aNIL6JnSKPJ0SxIgkc8cr3FCgs4gLyd2elR_ibd5I6QrY0TlwF73g55vnwGZnmGdfHulFV5Jh3sulV5zjnYZFDCEjVT88bmRTprSBQ&__tn__=HH-R

2. https://www.facebook.com/183708482384532/videos/940244913012342/

3. https://www.facebook.com/183708482384532/videos/942177782812777/

4. https://www.facebook.com/183708482384532/videos/1442635819222086/

5. https://www.facebook.com/183708482384532/videos/525080538280560/

6. https://www.facebook.com/183708482384532/videos/753244051763729/