19 ოქტომბერს პროექტის „გაიცანი პროფესია“ ფარგლებში ლიდერთა კლუბის წევრები იმყოფებოდნენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 განყოფილებაში.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, მოზარდებისთვის სამმართველოების ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. სკოლის მოსწავლეები ასევე გაეცნენ წვევამდელთა თეორიულ და სამწყობრო მეცადინეობას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბავშვების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
https://www.facebook.com/183708482384532/photos/a.552245398864170/562487254506651/?type=3&theater
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ლიდერთა სკოლა ჩამოყალიბდა 2019 წლის ოქტომბერში. სკოლა დაკომპლექტდა ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველებისაგან, რომლებიც გამოირჩევიან წიგნის სიყვარულითა და ბიბლიოთეკის სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობით, ზოგადად კარგი განათლების მიღების სურვილით, პიროვნული ზრდითა და წარმატებების მიღწევის სწრაფვით. ლიდერთა სკოლის ფარგლებში ბიბლიოთეკის მიზანია ამ ახალგაზრდებისათვის ჩაატაროს საინტერესო პროექტები, შეხვედრები, ფესტივალები, კონკურსები, ვიქტორინები.